25სექ,2024
რიგგარეშე მობილობა სდასუს სტუდენტებისთვის
სტუდენტთათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და 2024-2025 სასწავლო წლისათვის ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს "დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში", განისაზღვრა რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილები შემდეგი სახით:
- ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა - 8 ადგილი
- ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 5 ადგილი
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - 10 ადგილი
- ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა - 7 ადგილი
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 20 ადგილი
- საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა - 10 ადგილი
ჩარიცხვის ვადები:
- დაწესებულებების მიერ რიგგარეშე მობილობის გზით, საფეხურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის, აგრეთვე სწავლის საფასურის შესახებ მართვის სისტემაში ინფორმაციის წარდგენის ვადა - 2024 წლის 25 სექტემბრიდან - 26 სექტემბრის ჩათვლით;
- საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება - 2024 წლის 26 სექტემბრიდან - 3 ოქტომბრის ჩათვლით;
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების დადება - არაუგვიანეს 2024 წლის 4 ოქტომბრისა;
- მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა;
- ჩასარიცხ პირთა რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს ბრძანების გამოცემის ვადა - არაუგვიანეს 2024 წლის 14 ოქტომბერი.
მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი.
გ) მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომისა და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
ე) ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
ზ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
თ) ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში - აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის მითითება).
ი) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით.
შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „ა-ვ“ პუნქტებით განსაზღვრული
დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსების) წარმოდგენა.
ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი.
ბ) მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) დედანი;
გ) შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);
დ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
ვ) მობილობის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი.
დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის კანცელარიაში, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 - დან 17:00 საათამდე.
მისამართი კ. ქუთათელაძის ქ. №3.