
11დეკ,2023
რუმინელი პროფესორის Erasmus+ მობილობა საბაუნიში
2023 წლის 4-7 დეკემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტმა რუმინელ პროფესორს, ბოგდან-ვლადუტ ბრინზას უმასპინძლა. ალექსანდერ-იან კუზას უნივერსიტეტის პროფესორმა ერთ კვირიანი სტუმრობის ფარგლებში ლექცია ჩაატარა თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის თემაზე: „ეკოლოგიასა და πάθος შორის ურთიერთობა მაქსიმე აღმსარებლის სწავლების მიხედვით“. ასევე, მონაწილეობა მიიღო ქართველ კოლეგებთან ერთად მრგვალი მაგიდის ტიპის დისკუსიაში თემაზე: „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, საქართველოსა და რუმინეთის მაგალითზე“. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ბრინზამ სამუშაო შეხვედრა გამართა თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ გოჩა ბარნოვთან, სადაც ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე.
რუმინელი პროფესორი ასევე მონაწილეობდა საბაუნიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „Reading Scripture as Orthodox Theologians”, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი პროფესორები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
პროფესორ ბრინზას ვიზიტი განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში.