11აპრ,2022
რუსეთ-უკრაინის ომი: გამოწვევები საქართველოსა და პოლონეთისათვის
2022 წლის 8 აპრილს საბაუნის სამართლის ფაკულტეტისა და ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ დისკუსია: "რუსეთ-უკრაინის ომი: გამოწვევები საქართველოსა და პოლონეთისათვის".
ღონისძიებაში ქართველმა და პოლონელმა პროფესორებმა განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გამოწვევები სამართლებრივ ჭრილში.
პროფ. გიორგი გორაძე, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი - რუსეთ-უკრაინის ომი და გამოწვევები საქართველოსთვის
პროფ. სლავომი ლუკასიევიჩ, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი - უკრაინაში რუსეთის აგრესიის საერთაშორისო ასპექტები პოლონური პერსპექტივით
ირინა კოზაკ-ბალანიუკი, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დევნილი მოსახელობის იურიდიული სტატუსი
მოხსენებების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა