01ნოე,2017
საბაუნელების ვიზიტი პარლამენტში
2017 წლის 1 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები შიდა-აუდიტის სალექციო კურსის ხელმძღვანელის - ქალბატონ ირმა გელანტიას ინიციატივით საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. სტუდენტები გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს ისტორიას, მუშაობის პრინციპებს, დაათვალიერეს სხდომათა დარბაზები და მოისმინეს ლექცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის, პირველი კონსტიტუციის, კანონმდებლობის ჩამოყალიბებისა და საჯარო სამსახურის მნიშვნელობის შესახებ.