
27ივლ,2016
საბაუნი Camp
საბაუნიში გარდა სწავლების მაღალი ხარისხისა, აქცენტი სტუდენტების გართობასა და დასვენებაზეც კეთდება. დამღლელი გამოცდების შემდეგ, უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ინიციატივით დაიგეგმა საზაფხულო ბანაკი (საბაუნი camp) რომლის მთავარი მიზანი, დასვენებასთან ერთად სტუდენტებში საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. სწორედ, ამ მიზნით ბანაკის ადგილად ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი შეირჩა.
საბაუნის სტუდენტები 4 დღის განმავლობაში დაბანაკებულები იყვნენ ნიკოლოზ რომანოვის ტურისტული ბილიკის მიმდებარედ. სტუდენტებს პირველივე დღეს შეხვდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთაც სტუდენტებს ტყე-პარკის ისტორია გააცნეს, უშუალოდ ბანაკის დროს კი, მათ შეისწავლეს სალაშქრო და საბანაკე უნარ-ჩვევები. წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ყოველი დღე ერთმანეთისაგან განსხვავებული იყო: მოეწყო ლაშქრობა ლომის მთაზე, პარკის დასუფთავების აქცია, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ა.შ
საბაუნის სტუდენტები მოინახულეს ადმინისტრაციის წევრებმაც და ერთი დღე გაატარეს სტუდენტებთან ერთად ტყე-პარკის ულამაზეს ბუნებაში.
საბაუნიში მსგავსი ღონისძიებები ტრადიციად იქცევა.