17ივლ,2026
საბაუნიმ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საუნივერსიტეტო პოლიტიკა დაამტკიცა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა „სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საუნივერსიტეტო პოლიტიკა“.
დოკუმენტი შემუშავდა აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში, ემორის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, ნიკოლ მორისის უშუალო მონაწილეობით.
პოლიტიკა განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტის აკადემიურ გარემოში გამოყენების პრინციპებს და ხელს უწყობს მის პასუხისმგებლიან გამოყენებას აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს რეცენზირების პროცესში AI-ის გამოყენების აკრძალვას, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვასა და AI-ის გამოყენების მიზნებისა და მოცულობის სავალდებულო დეკლარირებას.