25ივლ,2020
საბაუნი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად
2020 წლის 24 ივლისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბიზნესსექტორის მხარდამჭერი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გორაძემ წარადგინეს.
პრეზენტაცია მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა), იურიდიული დახმარების სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უშუალოდ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა. რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროექტი და გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობის სურვილი.
პროექტი ითვალისწინებს მცირე და საშუალო კომპანიებისთვის იურიდიულ და ბიზნეს კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორებიცაა:
- ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოს ანალიზი;
- სრული სამართლებრივი ექსპერტიზა;
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯერული გადაწყვეტილებები;
- ბიზნეს სტრატეგიის ანალიზი და მისი მოდიფიცირება;
- გაყიდვების პოლიტიკის ანალიზი.
კონკეტულ შემთხვევებზე იმუშავებს სპეციალურად შექმნილი კოლეგია, რომელშიც ჩაერთვებიან საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტისა და სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები და კურსდამთავრებულები, ამავე ფაკულტეტების პრაქტიკოსი ლექტორები და ტრენერები.
პროექტი საბაუნის პოსტპანდემიური სოციალური კამპანიის ნაწილია, რითაც უნივერსიტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს აღნიშნული კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევაში.
პროექტის ფარგლებში, ნებისმიერი საწარმო, რომელიც მიმართავს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, ზემოაღნიშნულ მომსახურებას მიიღებს სრულიად უფასოდ.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს