16ნოე,2018
საბაუნი ტოლერანტობის ქომაგი
2018 წლის 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცა. ეს არის ჯილდო, რომლითაც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს,
აჯილდოებენ ადამიანებს, ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს რომლებმაც მიმდინარე წლის განმვლობაში ხელი შეუწყეს ქვეყანაში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვირდებას. წელს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდოს მფლობელები გახდნენ:
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- იოს დაუმა, ჰოლანდიის ელჩი
- დედა სიდონია
- ნათია კაპანაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
- რედაქტორი
- სოფიო სიჭინავა, ცესკოს კოორდინაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების
- დეპარტამენტის უფროსი
- ეთნიკური და მულტიკულტურულაზმის შესწავლის ცენტრი
- ვიტალი საფაროვი (ახლახანს ვერაგულად მოკლული უფლებადამცველი სავარაუდოდ ქსენოფობიურ ნიაგადზე), ჯილდო გადაეცა უფლედამაცველის დედას
- ბათუმელები, მედიაორგანიზაცია
- მარნეულის სათემო რადიო
- პანსკისი სათემო რადიო WAY
ასევე, საგანგებო ჯილდოები გადაეცათ უმცირესობების საბჭოების წევრებს: გარი აუგუსტის, ქართველ-გერმანელთა სათვისტომოს ხელმძღვანელს და საქართველოში ლატვიის სათვისტომოს თავმჯდომარეს, რეგინა იაკობიძეს. ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1996 წლის 16 ნოემბერს იღებს, როდესაც იუნესკოს წევრმა სახელმწიფოებმა ტოლერანტობის (შემწყნარებლობის) პრინციპების შესახებ დეკლარაცია და სამოქმედო პროგრამა მიიღეს. საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ტოლერანტობის ცენტრი ამ დღეს 2006 წლიდან აღნიშნავენ.