
17ნოე,2023
საბაუნიმ გაიმარჯვა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია!
კონკურსზე დარეგისტრირებული 103 საპროექტო განაცხადიდან, სამართლის ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სიმონ ტაკაშვილის პროექტი - ,,შრომის სამართალში პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლებრივი მოწესრიგებისა და ქართული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობა ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზების კონტექსტში”, ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად შეირჩა!
პროექტის მენტორები:
თამარ ლაკერბაია - სამართლის ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
მარი თავართქილაძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი.
საბაუნი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კუთხით გამორჩეულია, სადაც მუდმივად გვაქვს მზაობა კვლევების ხარისხის გაუმჯობესების, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი სტუდენტების კვლევითი საქმიანობის გამოუმჯობესებაში.