
13ოქტ,2025
საბაუნის ადმინისტრაციული გუნდის ვიზიტი კიოლნის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Katho)
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული გუნდი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, კიოლნის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Katho).
ვიზიტის პროგრამა მოიცავდა როგორც ადმინისტრაციული მიმართულებების შესწავლას, ისე კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს. საბაუნის წარმომადგენლებმა მოინახულეს Katho-ს სხვადასხვა დეპარტამენტი, დაესწრნენ სამუშაო შეხვედრებს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების სესიებში.
ვიზიტი განხორციელდა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორობის გაღრმავებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
თანამშრომლობის გაგრძელების ფარგლებში, 2026 წლის ივნისში, კიოლნის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ეწვევიან, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობას.