
23იან,2024
საბაუნის აფილირებული ასისტენტ პროფესორის, ანა გოგილაშვილის მონოგრაფია გამოიცა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის სახელმწიფო საგამომცემლო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
საბაუნის აფილირებული ასისტენტ პროფესორის, ანა გოგილაშვილის კვლევა - ,,გურამ გეგეშიძის მხატვრული პროზა", ფონდის დაფინანსებით გამოიცა.
ანა გოგილაშვილი არის ფილოლოგიის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ პროფესორი. მისი ინტერესები ფოკუსირებულია უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულებით. იკვლევს როგორც კონკრეტულ ავტორთა შემოქმედებას, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქის გავლენას თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე.