14ივნ,2024
საბაუნის აფილირებული პროფესორის წიგნის - „ანიმაცია ტურიზმში“ პრეზენტაცია გაიმართა
12 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აფილირებული პროფესორის, იზოლდა ხოხაშვილის წიგნის - „ანიმაცია ტურიზმში“ პრეზენტაცია გაიმართა.
დამხმარე სახელმძღვანელო განსაკუთრებულად საინტერესოა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, აგრეთვე ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული და სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.
„ანიმაცია ტურიზმში“ ახალი სიტყვაა, ერთგვარი გზამკვლევი, რომელიც ზედმიწევნით აღწერს ტურიზმში ანიმაციის მნიშვნელობას, ინტეგრირების გზებსა და მოსალოდნელ შედეგებს.
დაარსების დღიდან, საბაუნის გამომცემლობას გამოცემული აქვს 250-მდე დასახელების წიგნი, რომელიც მოიცავს როგორც ორიგინალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათის ლიტერატურას, ასევე თარგმანებსაც ისეთ დარგებში, როგორიცაა თეოლოგია, რელიგიის კვლევები, ბიზნესი, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და ა.შ.