01მარ,2024
საბაუნის ახალი პერსონალისთვის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ორიენტირებულია მაღალი კვალიფიკაციისა და მოტივირებული აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის მოზიდვაზე.
სწორედ ამ მიზნით, სასწავლი პროცესში, მიმდინარე სემესტრში 30-მდე ახალი აკადემიური და მოწვეული პერსონალი ჩაერთო.
ახალი პერსონალის ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით 1-ელ მარტს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა.
შეხვედრაზე პერსონალი გაეცნო:
- უნივერსიტეტის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს;
- უნივერსიტეტის ძირითადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მათ საქმიანობას;
- სასწავლო პროცესისა და ხარისხის მართვის ძირითად პრინციპებს;
- შიდა საუნივერსიტეტო ბაზის გამოყენების ინსტრუქციას;
- ბიბლიოთეკის სერვისებსა და შესაძლებლობებს;
- უნივერსიტეტის კვლევით საქმიანობასა და შესაძლებლობებს;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა ძირითად საკითხებს.