04ივნ,2025
საბაუნის ასოცირებული პროფესორის კვლევითი მობილობა პრეშოვის უნივერსიტეტში
საბაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, ანა გოგილაშვილმა, სლოვაკეთის მთავრობის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამის გრანტის ფარგლებში, სლოვაკეთის სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, ერთი თვე პრეშოვის უნივერსიტეტში გაატარა, სადაც შეხვდა კოლეგებს, იმუშავა ბიბლიოთეკებში და ჩაატარა კვლევა: „საბჭოთ ეპოქა თანამედროვე ქართული და სლოვაკური მწერლობის თვალით (შედარებითი ანალიზი).“
პროექტის შედეგად გათვალისწინებული იყო სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება, თუმცა, კვლევის სამეცნიერო სიახლის, შეგროვებული მასალის მოცულობისა და ორმხრივი(როგორც ქართული, ასევე სლოვაკური მხარის) ინტერესის გათვალისწინებით, სტატიასთან ერთად შეიქმნება მონოგრაფია, რომელიც ერთგვარი გზამკვლევის როლს შეასრულებს უახლესი ქართული და სლოვაკური ლიტერატურის შედარებით კონტექსტში კვლევისა და შესწავლის საქმეში.
სლოვაკეთის მთავრობის ეროვნული სტიპენდიის პროგრამა საშუალებას აძლევს უცხოელ პროფესორებს, მკვლევარებსა და სტუდენტებს სხვადასხვა პერიოდის მანძილზე იმუშაონ და ისწავლოს სლოვაკეთის აკრედიტებულ უნივერსიტეტებში. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან აღნიშნული პროგრამით რამდენიმე პროფესორმა უკვე ისარგებლა და კვლევითი საქმიანობა აწარმოა პარტნიორ სლოვაკურ უნივერსიტეტებში.