05ივნ,2024
საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, XI საფაკულტეტო, VI საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში, თანამედროვე ტენდენციების შესწავლა და ამასთან, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია აკადემიური და პროფესიული განვითარებისთვის.
სწორედ ამ მიზნით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, 29 მაისს XI საფაკულტეტო, VI საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.
საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ და 3 საუკეთესო ნაშრომიც გამოვავლინეთ.
- ნინო ქიმაძე - „ციფრული ტრანსფორმაციის როლი ტურიზმის ინდუსტრიაში“;
- ბესარიონ ორაგველიძე - „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“;
- ნინო ჯომიდავა - „ციფრული მუზეუმების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.