
16მაი,2025
საბაუნის დოქტორანტი კვლევითი პროგრამით ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა
გვანცა ჭინჭარაული, საბაუნის სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, პოლონეთის განათლების სამინისტროსა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
მოკლევადიანი აკადემიური გაცვლითი პროგრამით (PROM) საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტს, ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა.
ორი კვირის განმავლობაში გვანცა კვლევით საქმიანობას ახორციელებდა ლუბლინის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და შეხვედრებს მართავდა პოლონელ პროფესორებთან. ლუბლინში ყოფნის დროს მან ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში ''Ukraine's Losses as a Result of Russian Full-Scale Military Aggression''
„ამ პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის სრულიად ახალი და შთამაგონებელი გამოცდილება აღმოჩნდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადამიანური ურთიერთობები - შევხვდი მრავალ საინტერესო პიროვნებას, რომლებმაც უდიდესი მოტივაცია და გულწრფელი მხარდაჭერა გამიწიეს. გამაოცა იმ სითბომ და
გულისხმიერებამ, რასაც პროგრამის ყოველ ეტაპზე ვგრძნობდი. თითოეული ადამიანი ცდილობდა მაქსიმალურად ღირებული ინფორმაცია მოეწოდებინა, რათა ჩემი ვიზიტი კვლევისთვის ნაყოფიერი ყოფილიყო. სულხან-საბას უნივერსიტეტი ნამდვილად გამორჩეულია იმით, რომ სტუდენტებს უქმნის მრავალფეროვან შესაძლებლობებს
საკუთარი პოტენციალის სრულად გამოსავლენად. აქ ფასდება თითოეული სტუდენტის ძალისხმევა და შრომა“.