01ივნ,2018
საბაუნის ლექტორები ვიშეგრადის ქვეყნების სამართლის სკოლათა პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი დიმიტრი გეგენავა და ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე მონაწილეობას იღებენ ვიშეგრადის ქვეყნების სამართლის სკოლათა პირველ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარეობს.
კონფერენციაში ათამდე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ და წარმოადგენენ მოხსენებებს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით.
საბაუნის პროფესორები 1 ივნისს წარდგნენ მოხსენებებით საკონსტიტიტუციო სამართლის სექციაში.