15ივნ,2024
საბაუნის პოლონეთის ელჩი საქართველოში სტუმრობდა
14 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს მარიუშ მაშკევიჩი, პოლონეთის ელჩი საქართველოში სტუმრობდა. იგი დაესწრო ორ საინტერესო შეხვედრას, რომლებიც პოლონეთიდან, კერძოდ კი ვარშავიდან ჩამოსულ სტუმრებთან გაიმართა.
საბაუნიში სასწავლო ვიზიტით და სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდნენ:
კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის, პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, რადოსლავ ზენდეროვსკი და მან წაიკითხა საჯარო ლექცია, თემაზე: "საერთაშორისო ურთიერთობები უკრაინასთან ომის კონტექსტში".
კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის, პოლიტიკური მეცნიერებისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის Erasmus+ პროგრამის კოორდინატორი, დოქტორი, პიოტრ სიენიავსკი, რომელმაც წარადგინა თავისი წიგნი: “DE FACTO STATES, IN THE POST-SOVIET SPACE”, რომელშიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევებია წარმოდგენილი.