23მაი,2019
საბაუნის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაზე ვარშავაში
2019 წლის 9-10 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი პროფ. თამთა მიქაბერიძე, უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორები ნინო პაპაჩაშვილი და მარინე თავართქილაძე ვიზიტით იმყოფებოდნენ ვარშავის ეკონომიკურ სკოლაში (პოლონეთი), სადაც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ეკონომიკის კოლეგიუმის მიერ ორგანიზებულ საერთშორისო კონფერენციაში „მსოფლიო ეკონომიკა 2019 - ვისწავლოთ წარსულიდან და განვჭვრიტოთ მომავალი“.
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორებამ სხვადასხვა სექციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია უნივერსიტეტის პროფესორების მიერ წარდგენილმა მოხსენებებმა - „საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტექსტით“ (ნ. პაპაჩაშვილი), „საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგები ექსპორტის მსგავსების პრიზმაში“ (თ. მიქაბერიძე), „არასატარიფო ბარიერები და საქართველოს გამოწვევები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში“ (მ. თვართქილაძე).
კონფერენციის ფარგლებში განისაზღვრა სამომავლო თანამშომლობის პერსპექტივები როგორც კვლევითი, ისე სასწავლო პროექტების მიმართულებით.