
23მაი,2025
საბაუნის პრორექტორი ვალიადოლიდის უნივერსიტეტში
საბაუნის პრორექტორი, პროფ. დიმიტრი გეგენავამ მონაწილეობა მიიღოვალიადოლიდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში,
რომლის მთავარი თემა იყო ინტერნაციონალიზაცია.
ხუთი დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არსებულ
გამოწვევებსა და სიახლეებზე. ასევე, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.
კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თავისუფალი დრო, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ სამომავლო თანამშრომლობის
შესაძლებლობებზე.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა საინტერესო და ნაყოფიერია როგორცუშუალოდ მონაწილისთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის, ვინაიდან, მსგავსი
ღონისძიებები გარდა გამოცდილების შეძენისა, ახალი თანამშრომლობების დასაწყისია. პროფესორ დიმიტრი გეგენავას მობილობა 2025 წლის 5-9 მაისს განხორციელდა Erasmus+ ადმინისრტაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში.
გალერეა
.jpeg)
 (1).jpeg)
.jpeg)