29სექ,2026
საბაუნის პრორექტორის სტატია Scopus-ის ბაზაში შემავალ რეიტინგულ ჟურნალში გამოქვეყნდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორის, პროფესორ დიმიტრი გეგენავას სტატია „Human Rights Issues in EU Accession Negotiations With Candidate States: Georgia“ გამოქვეყნდა Scopus-ის ბაზაში შემავალ რეიტინგულ ჟურნალში Law, Identity and Values.
პუბლიკაცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებს განიხილავს და ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების კონტექსტში არსებულ გამოწვევებზე.
სტატია ღია წვდომის ფორმატშია ხელმისაწვდომი და მისი გაცნობა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოცემულ ბმულზე.