
16სექ,2020
საბაუნის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა 28 სექტემბერს დაიწყება
საბაუნის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა 28 სექტემბერს დაიწყება.
სწავლის დაწყებაში ცვლილება დაკავშირებულია სწავლების შერეული ფორმით წარმართვის ორგანიზებასთან.
ახალი სასწავლო ბაზა სატესტო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას ყველა შესაძლო პრობლემა, რომელიც სამომავლოდ შეიძლება წარმოიქმნას. პარალელურად, უკვე მზადაა ცხრილები და ჯგუფები ძველი ბაზის ფორმატშიც, რომელიც საჭიროებისამებრ ამოქმედდება.
სტუდენტები ჯგუფების მიხედვით მიიღებენ ინსტრუქციებს, ასევე, პლატფორმა Google Meets-ის სალექციო ბმულებსა და სალექციო განრიგს.