
20აპრ,2018
საბაუნის რექტორის ვიზიტი იტალიაში
2018 წლის 10 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით, საბაუნის დელეგაცია: უნივერსიტეტის რექტორი ვაჟა ვარდიძე, კანცლერი ვლადიმერ სახელაშვილი და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დეკანი ირაკლი ცხადაძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ იტალიაში.
ვიზიტის ფარგლებში, 11 აპრილს, შეხვედრა მოეწყო ვატიკანში, კათოლიკური განათლების კონგრეგაციის მდივან, მთავარეპისკოპოს ანჯელო-ვინჩენცო ძანისთან. რექტორმა წარადგინა საბაუნის უნივერსიტეტი, ისაუბრა საქართველოში განათლების რეფორმასა და არსებულ გამოწვევებზე.
მთავარეპისკოპოსმა ძანიმ, კონგრეგაციის სახელით, გამოთქვა მზადყოფნა საბაუნის დახმარებისა და მომავალი ურთთანამშრომლობის შესახებ.
11 აპრილს დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს წმინდა საყდარში ქალბატონ თამარ გრძელიძეს
13-14 აპრილს ინტენსიური შეხვედრები გაიმართა სოფიას უნივერსიტეტში, სადაც მხარეები დეტალურად გაეცნენ საბაუნისა და სოფიას უნივერსიტეტების მიზნებს, მეთოდოლოგიებსა და ფორმაციის საფეხურებს. ორი აკადემიური ცენტრის დასაახლოებლად დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.