28მაი,2024
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი ULIM-ს სტუმრობდა
27 მაისს, საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი გორაძე მოლდოვის თავისუფალ საერთაშორისო უნივერსიტეტს, ULIM-ს სტუმრობდა.
ULIM - Universitatea Liberă Internaţională din Moldova-ს და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს 2020 წლიდან აკავშირებს პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ორმხრივი სასწავლო ვიზიტები, სასწავლო და კვლევითი აქტივობები.
ვიზიტი დაიწყო უნივერსიტეტის ტურით და შეხვედრით ვალენტინა ციუმაჩენკოსთან, ვიცე-კანცლერთან საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, რომელმაც კოლეგას გააცნო ULIM-ის მიღწევები, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მათ ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების ინიციატივებზე.
გიორგი გორაძეს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა ULIM-ის სამართლის ფაკულტეტის დეკანს, ვალერიუ ბაესუს და გაეცნო ფაკულტეტის სტრუქტურა, პოტენციალი, სამეცნიერო საქმიანობა და მისი განვითარების სტრატეგია.