25მაი,2024
საბაუნის სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლები ლუბლინში, საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ
23-24 მაისს, ლუბლინში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „უკრაინელების სამართლებრივი სტატუსი რუსული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს“, რომელშიც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი მონაწილეობდა.
მოხსენებები საბაუნის პრორექტორმა, დიმიტრი გეგენავამ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი გორაძემ და საბაუნის დოქტორანტმა, ცისია ოქროპირიძემ წარადგინეს.
კონფერენცია საქართველოს თემით გაიხსნა და პირველი სესია სრულად დაეთმო თემას - "რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ - უკრაინასთან ომის პრელუდია".
კონფერენცია ორწლიანი პროექტის ნაწილია, რომელიც იოანე პავლე II-ის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება და შეეხება უკრაინაში რუსეთის მოქმედებების სამართლებრივ ანალიზს აგრესიის, ომის დანაშაულისა და გენოციდის კუთხით.