
25მარ,2020
საბაუნის სოციალური პასუხისმგებლობა
საბაუნი, ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით, სრულყოფილად გადავიდა დისტანციური მუშაობისა და სწავლების რეჟიმზე.
ყველა საჭირო კითხვაზე პასუხის მიღება შესაძლებელია ონლაინ. სამსახურების მუშაობის განრიგი და საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
გარდა ამისა, უნივერსიტეტმა სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, სტუდენტების სწავლის საფასურის გადახდის თარიღი (15 აპრილი) სემესტრის ბოლომდე გადაწია. სტუდენტებს გადახდის ახალი თარიღი სწავლის ჩვეულ რეჟიმში განახლებასთან ერთად ეცნობებათ.
კიდევ ერთი სიახლე, არა მხოლოდ საბაუნის სტუდენტებისთვის: წიგნის "შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში" ელექტრონული ვერსია ამიერიდან ხელმისაწვდომია ყველასთვის.
ვაცნობიერებთ, რომ ეს წიგნი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა, არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის, არამედ საქართველოს ბევრი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც. შესაბამისად მისი ელექტრონული ვერსიის ნახვა ამიერიდან შეგეძლებათ ბმულზე.