07ივნ,2019
საბაუნის სტუდენტები ბაქოში სტუდენტურ კონფერენციაზე
2 ივნისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და უცხო ენათა ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა მესამე სტუდენტური კონფერენცია თემაზე „თანამედროვე ამერიკული პროზა“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ აზერბაიჯანული მხრიდან თამილა მირზაევა (ცენტრის დირექტორი) და ალექსანდრა ჯაპაროვა და ქართული მხრიდან - თამთა ყალიჩავა (სულხან-საბა ორბელიანის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების მოწვეული), შორენა გოგიაშვილთან (უცხო ენათა ცენტრის ხელმძღვანელი) და ვერიკო ხუციშვილთან (საბაუნის მოწვეული ლექტორი) თანამშრომლობით. ამერიკული ლიტერატურის გარდა მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს მშობლიური მწერლებიც გააცნეს.
კონფერენციის დასაწყისში მონაწილეებს მიესალმნენ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები: ალმაზ მელიკოვა, ცნობილი კინომცოდნე, აუნურ ქაზანფარ ქიზი - ფოლკლორისტი, ლეილი ალიევა, ცნობილი მთარგმნელი.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო გეგმები: ამავე ფორმატის კონფერენციების გამართვა სხვა ქვეყნების ჩართულობით.
აზერბაიჯანს აქვს დიდი კულტურული მემკვიდრეობა და უამრავი საინტერესო სანახავი ადგილი.
კონფერენციათა ციკლი უკვე მესამე წელია იმართება ზედიზედ და მისი მიზანია ქვეყნებს შორის კულტურული ხიდის გადება და თანამშრომლობის გაღრმავება. პირველი კონფერენცია ჩატარდა 2018 წელს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, როდესაც აზერბაიჯანელი სტუდენტები სტუმრობდნენ საქართველოს, მეორე კონფერენციასაც საბაუნიმ უმასპინძლა მიმდინარე აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრზე. მესამე კონფერენციას ბაქომ უმასპინძლა და ქართველი სტუდენტების სტუმრობდნენ აზერბაიჯანის დედაქალაქს.