
11აგვ,2020
საბაუნის სტუდენტები საერთაშორისო სკოლაში
საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებულები 4-9 აგვისტოს მეცამეტე საერთაშორისო სკოლაში "Liberty, Law, Economics" იღებდნენ მონაწილეობას.
კონფერენცია უნივერსიტეტთაშორისი იყო, სადაც მონაწილეობას როგორც საბაუნის, ასევე საქართველოს სხვა აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ. კონფერენციაში გამარჯვებულებს კი პრიზად ერთ კვირიანი საზაფხულო სკოლის საგზური გადაეცათ.
პროექტი ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს, ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (საფრანგეთი) და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (გერმანია) თანამშრომლობით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, სადაც საბაუნის წარჩინებული სტუდენტები მონაწილეობენ. ამჯერად სკოლაში საუნივერსიტეტო სტუდენტურ კონფერენციაში გამარჯვებულმა ორმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა (საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი ერეკლე მამინაშვილი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი აბაშიძე).
სკოლაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ლექციები, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ლექტორებისგან და განეხილათ მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები.
გალერეა











