08თებ,2024
საბაუნის სტუდენტი ცენტრალური ევროპის აკადემიის კონკურსის გამარჯვებულია
საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, თამარ ვარდია Central European Academy-ის კონკურსის გამარჯვებულია.
თამარის ნამუშევარმა საუკეთესო ესეებს შორის მე-2 ადგილი დაიკავა და გამოქვეყნდება Central European Academy-ის ვებ-გვერდზე.
კონკურსი ჩატარდა თემაზე: „კანონის უზენაესობა ევროკავშირში: ევროკავშირის პერსპექტივა, ეროვნული პერსპექტივა და სასამართლოების როლი“.
თამარ ვარდია გაცვლითი პროგრამით ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში სწავლობს.