
31ივლ,2023
საბაუნის სტუდენტი პეტერ-პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში
საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, ლენა გოჯაევამ მონაწილეობა მიიღო საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტის, პეტერ-პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში, თემაზე: „რას გვასწავლის რომის სამართალი: თანამედროვე პრობლემები, ანტიკური იდეა“, რომელიც მიმდინარე წლის 17-28 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა.
ორკვირიანი საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა როგორც აკადემიურ აქტივობებს, ასევე კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებსაც. პროგრამის მონაწილეებმა მოინახულეს მათეს ეკლესია (Matthias Church), ბალატონის ტბა და სხვა ღირსშესანიშნაობები.
„ჩემთვის ეს იყო არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი პერიოდი და ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება. საზაფხულო პროგრამა და აქტივობები ძირითადად ორიენტირებული იყო რომის სამართალთან, გვქონდა იმიტირებული პროცესიც. პროგრამა ძალიან ინტერნაციონალური იყო, პროფესორებიც და კურსის მონაწილეებიც იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საფრანგეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კენიის რესპუბლიკიდან, სამხრეთ კორეიდან, პოლონეთიდან და სხვა” - ლენა გოჯაევა.