
05ივნ,2024
საბაუნის თეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი რუმინეთში იმყოფებოდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, გურამ ლურსმანაშვილი, იაშის ალექსანდრე იოან კუზას უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მოწვევით, რუმინეთში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გურამი მოხსენებით გამოვიდა გრაცის (ავსტრია), თესალონიკის (საბერძნეთი), ბალამანდის (ლიბანი) და იაშის (რუმინეთი) უნივერსიტეტების ერთობლივი ორგანიზებით მოწყობილ სიმპოზიუმსა და კონფერენციაზე.
გურამმა დიმიტრუ სტანილოაეს სახელობის თეოლოგიის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, საბჭოთა კავშირში ქრისტიანული ეკლესიების მდგომარეობის შესახებ ლექციები წაიკითხა.