
19მარ,2025
საბაუნის თეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორის მობილობა იაშის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი, გურამ ლურსმანაშვილი Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით რუმინეთში, ალექსანდრუ იან კუზას უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
მობილობის პერიოდში გურამ ლურსმანაშვილმა რუმინელი სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციები თემაზე „ტოტალიტარიზმის პირობებში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა“.
ლექციების გარდა საბაუნის ლექტორი შეხვდა ფაკულტეტის წარმომადგენლებს, რომლებთანაც განიხილა უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გზები და აკადემიური ნაშრომების უცხოურ მაღალრეიტინგულ გამოცემებში გამოქვეყნების შესაძლებლობები.
გურამ ლურსმანაშვილის მობილობა იაშის უნივერსიტეტში განხორციელდა 2025 წლის 24-28 თებერვალს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ალექსანდრუ იან კუზას უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2022 წლიდან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში.
გალერეა
.jpg)
.jpg)