29ივლ,2022
საბაუნის წარმომადგენლები ლუბლინის მეწარმეობის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულზე
2022 წლის 24 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში, ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კვირეულში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
„შეხვედრები ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. პანდემიის გამო მთელი ორი წლის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება მონაწილეობა მიგვეღო მსგავსი ტიპის შეხვედრებში, რაც საერთაშორისო პარტნიორობის გასაფართოებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კვირეულზე შევხვდით სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელს, გავეცანით მათ უნივერსიტეტებს და შევთანხმდით თანამშრომლობის დაწყებაზე. მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართ, რომელმაც ძალიან შეზღუდულ ვადებში დაგეგმა და განახორციელა ეს შეხვედრა“ - შორენა პარუნაშვილი, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი.
ვიზიტის განმავლობაში საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თამთა მიქაბერიძე შეხვდა მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და სადაც ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მცირე და დიდ ბიზნესთან უნივერსიტეტების თანამშრომლობის შესახებ.
საერთაშორისო კვირეული Erasmus+ ICM პროექტის ფარგლებში გაიმართა. Erasmus+ პროექტში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2015 წლიდან არის ჩართული და დღემდე რამდენიმე ათეულმა სტუდენტმა და პროფესორმა ისარგებლა ამ პროექტით.