
20ნოე,2023
საბაუნის ტურიზმის პროგრამის სტუდენტმა, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციის მიზანი იყო კურორტების განვითარების ხელშეწყობა, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების განვითარებაში სტუდენტების ჩართულობა.