
23ივნ,2023
საბაუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას 7 წლიანი აკრედიტაცია მიენიჭა
საბაუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას 7 წლიანი აკრედიტაცია მიენიჭა!
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა ტურისტულ საქმიანობაში წარმატებული კარიერის საფუძველს ქმნის. პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება სწრაფად მზარდ ტურიზმის სექტორში. ამას პროგრამა ახორციელებს ტურიზმის პოლიტიკისა და პრაქტიკის კომპონენტების საუკეთესოდ შერწყმით, რაც სტუდენტს უვითარებს ფართო ხედვას მდგრადი ტურისტული განვითარების პოლიტიკის შესახებ, ასევე პრაქტიკულ უნარებს ტურისტული საქმიანობის განხორციელებისა და გაძღოლისთვის. საბოლოო ანგარიშით სტუდენტს უქმნის მყარ შესაძლებლობას შეიტანოს წვლილი ტურისტული ბიზნესის განვითარებაში და გახდეს მისი რეალური წარმომადგენელი.