
25აპრ,2024
საბაუნიში ჩატარდა საჯარო ლექცია - ,,შფოთვა და შფოთვითი აშლილობები ბავშვებსა და მოზარდებში"
საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 23 აპრილს, ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდების მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან (WICAMHD) დაკავშირებით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია - ,,შფოთვა და შფოთვითი აშლილობები ბავშვებსა და მოზარდებში".
ლექციას გაუძღვა ბესო ჭიღვარია - ფსიქოლოგი, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ "გამმას" ფსიქოთერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი.
ლექციაზე განიხილეს:
- შფოთვის მდგომარეობა და დამახასიათებელი სიმპტომები ჩვილთა, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში;
- შფოთვითი აშლილობების მართვის ფსიქოთერაპიული მიდგომები კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში;
- ბავშვთა და მოზარდთა ასაკში შფოთვის მართვის პროცესში ოჯახის ჩართულობის მნიშვნელობა.