
09დეკ,2023
საბაუნიში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: სექსუალური შევიწროება სპორტში
სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, საბაუნიში ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე: „სექსუალური შევიწროება სპორტში“.
მომხსენებელი: ანა თავხელიძე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი.
საჯარო ლექციის ფარგლებში განიხილეს სექსუალური შევიწროების დეფინიცია, სახეები და ფორმები, რა სპეციფიკა ახასიათებს სპორტში სექსუალურ შევიწროებას, მტკიცებულებათა შეგროვება, მტკიცების ტვირთი და სტანდარტი, თანასწორობის მექანიზმები, პრევენციული ზომები.
ასევე, მომხსენებელმა განიხილა პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები.