12ივნ,2024
საბაუნიში ჩატარდა VI საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით
5 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, ჩატარდა VI საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია.
კონფერენციაში საბაუნის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა.
სტუდენტებმა წარადგინეს საინტერესო მოხსენებები ჰუმანიტარული, სოციალური და პოლიტიკის მეცნიერებების თემატურ პანელებში.
ჟიურიმ საუკეთესო ნაშრომის ავტორად მარიამ ჯიბაშვილი გამოავლინა.
თემა: ,,რევოლუციიდან 20 წლის შემდეგ: უცხოელი მწერლები საბჭოთა სახელმწიფოს შესახებ".