
04აპრ,2024
საბაუნიში ფილმის ჩვენება გაიმართა
3 აპრილს, 14:00 საათზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ინგლისური კლუბის ორგანიზებით, საბაუნიში ფილმის Big Fish (2003) ჩვენება გაიმართა.
დამსწრეებისთვის ეს ფილმის ჩვენება ნამდვილი კინემატოგრაფიული მოგზაურობა იყო.
ფილმი ფანტასტიკური თავგადასავლებით და ემოციური მომენტებით იყო სავსე, რაც იპყრობდა სტუდენტებს.
სტუდენტებს კიდევ ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ საბაუნის ინგლისური კლუბის მიერ დაგეგმილ მომავალ ღონისძიებებს, რომლებიც კინოსთან, ლიტერატურასთან თუ სხვა თემასთან იქნება დაკავშირებული.