
18დეკ,2023
საბაუნიში გაიმართა პანელური დისკუსია, თემაზე: ,,დედისა და შვილის ბიო-ფსიქო-სოციალური მდგომარეობის განვითარება საწყის ეტაპზე"
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, საბაუნიში გაიმართა პანელური დისკუსია, თემაზე: ,,დედისა და შვილის ბიო-ფსიქო-სოციალური მდგომარეობის განვითარება საწყის ეტაპზე".
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ფსიქოლოგი სპეციალისტები: ნანა გოგიჩაშვილი, მაია მაჭავარიანი-წერეთელი, მირანდა ცერცვაძე, თეონა ნუცუბიძე და სოფიო ნადირაძე.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- ორსულობა / მომზადება დედობისთვის;
- მშობიარობა, პირველი შეხვედრის სიხარული და სირთულეები;
- მეუღლის/პარტნიორის როლიდან დედის როლში გადასვლა;
- Baby Blues;
- მშობიარობის შემდგომი დეპრესია;
- დედის ,,დანაშაულის განცდა";
- კავშირი დედასა და შვილს შორის;
- ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მხარდაჭერა.