
04აპრ,2024
საბაუნიში გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე: „მიჯაჭვულობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები“
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე: „მიჯაჭვულობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები“.
ლექციას გაუძღვა თეონა ნუცუბიძე - საბაუნის აფილირებული ასისტენტი, ლექტორი, ფსიქოლოგი.
ლექციაზე განიხილეს:
- მიჯაჭვულობის არსი და მისი მნიშვნელობა;
- ადრეული მიჯაჭვულობის ფორმირება მშობელი-შვილი ურთიერთობის კონტექსტში;
- მიჯაჭვულობის ტიპები და თითოეული მათგანის თავისებურებები;
- ადრეული მიჯაჭვულობის ტიპის გავლენა პიროვნულ განვითარებასა და მოზრდილთა ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე.