04ივლ,2024
საბაუნიში გაიმართა სტაჟიორის პროგრამა, სახელწოდებით: თურქეთის საგარეო პოლიტიკა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა სტაჟიორის პროგრამა, სახელწოდებით: თურქეთის საგარეო პოლიტიკა.
პროგრამის ფარგლებში შედგა ოთხი შეხვედრა, რომლებსაც გაუძღვა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრის მკვლევარი, მაია მანჩხაშვილი.
პროგრამა მიზნად ისახავდა თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანების, თურქეთის საგარეო პოლიტიკის თავისებურებების, პრიორიტეტების და პოლიტიკური ტენდენციების სტუდენტებისთვის გაცნობას.