
28ივნ,2024
საბაუნიში მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმი “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში” გაიმართა
25-26 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში”, რომელიც ეძღვნებოდა წმიდა ქეთევან დედოფლის მოწამეობის 400 წლისთავს.
სიმპოზიუმზე წაკითხული მოხსენებების დიდი ნაწილი სწორედ ქეთევან დედოფალს უკავშირდებოდა. მომხსენებლებმა ისაუბრეს იმ ისტორიულ წყაროებსა და ავტორებზე, რომელთა წყალობით მოგვეპოვება ინფორმაცია ქეთევან დედოფლის წამების შესახებ. ასევე, ისაუბრეს დედოფლის წმიდა რელიკვიებზე და მათ მნიშვნელობაზე.
მოხსენებების დანარჩენი ნაწილი დაეთმო, კათოლიკე მისიონერების მიერ საქართველოს შესახებ დატოვებულ ისტორიულ წყაროებსა და ქართველ კათოლიკე მოღვაწეთა ცხოვრება-საქმიანობას.
სიმპოზიუმის დასასრულს გაიმართა კათოლიკე მეცნიერის, ჟუჟუნა ფეიქრიშვილის მიერ შედგენილი წიგნის “ქართველი კათოლიკე ექიმები” პრეზენტაცია და ორი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
სიმპოზიუმს საპატიო მომხსენებლის რანგში ესწრებოდა პორტოს უნივერსიტეტის პროფესორი სიდჰ ლოსა მენდირატტა, რომელმაც ისაუბრა გოაში აღმოჩენილ ქეთევან დედოფლის რელიქვიებზე.
სიმპოზიუმი “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში” ყოველწლიური სიმპოზიუმია, რომელიც ტარდება 2017 წლიდან და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას არა მხოლოდ ქართველ კათოლიკეთა მოღვაწეობის შესახებ, არამედ ზოგადად კათოლიკე ეკლესიის როლი საქართველოს განვითარების საქმეში.