11მარ,2024
საბაუნიში რომის პაპთან ვიზიტის აღსანიშნავი ღონისძიება ჩატარდა
გასულ წელს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა. რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში, უნივერსიტეტის დელეგაციას პირადად გვიმასპინძლა.
სწორედ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, საბაუნიში, ღონისძიება გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრნენ ელჩები უნგრეთის, წმინდა საყდრის და იტალიის საელჩოებიდან.
რომის პაპთან ღირსშესანიშნავი ვიზიტის მნიშვნელობასა და შთაბეჭდილებებზე უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, რექტორმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სტუდენტებმა და ელჩებმა ისაუბრეს.
„2023 წლის 13 თებერვალს, ჩვენი უნივერსიტეტის დიდი მეგობრისა და გულშემატკივრის, მისი აღმატებულება ჟოზე აველინუ ბეტანკურის უშუალო დახმარებითა და ჩარევით, შედგა წმინდა მამასთან შეხვედრა.
ეს შეხვედრა წარმოადგენდა უდიდესი მნიშვნელობისა და შთაგონების მომენტს მთელი ჩვენი აკადემიური საზოგადოებისთვის. პაპმა მოგვიწოდა, თავმდაბლობით ვემსახუროთ ცოდნასა და განათლებას და ვიშრომოთ გახსნილი და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად უნივერსიტეტში “ - აკაკი ჭელიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი.
„აღნიშნული ვიზიტი ვატიკანში არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში განუმეორებელ მოვლენას წარმოადგენს, არამედ ეს ნიშნავს მსოფლიოში ათასზე მეტი კათოლიკური უნივერსტეტების არსებობის ფონზე უნივერსიტეტის განსაკუთრებულ აღიარებას. ხაზი გაესვა იმ მისიას, რომელის განხორციელებასაც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ესწრაფვის და რომელიც მკაფიოდ გამოჰკვეთს უნივერსიტეტის უმთავრეს ღირებულებათა კონკრეტულ სახეს“ - ვაჟა ვარდიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.