
26აპრ,2024
საბაუნიში, როსტომ ჩხეიძესთან სალონური შეხვედრა გაიმართა
სულხან-საბა ორბელიანის ახლადშექმნილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი კლუბის, „იაკამის“ ორგანიზებით, საბაუნიში, მწერალთან და მეცნიერთან, როსტომ ჩხეიძესთან სალონური შეხვედრა გაიმართა.
თემა: 1942 წლის შეთქმულება და სამანელების უცნობი ამბავი.
1941 წელს, საქართველოში შეიქმნა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ორგანიზაცია – “სამანი”, რომელიც საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლ ახალგაზრდებს აერთიანებდა. მათი მიზანი იყო აჯანყების გზით არსებული რეჟიმის დამხობა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
როსტომ ჩხეიძე საკუთარ წიგნში, „სამანელები 61 ამბავი“, სწორედ სამანელების უცნობ ისტორიებს მოგვითხრობს.