28მაი,2024
საბაუნიში სტუდენტური სამეწარმეო იდეების კონკურსი ჩატარდა
საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, 24 მაისს, სტუდენტური სამეწარმეო იდეების კონკურსი ჩატარდა.
წარმოდგენილი ბიზნეს პროექტებიდან, 3 საუკეთესო ინოვაციური იდეა გამოვლინდა.
I ადგილი
ეკატერინე დანელია - გემიფიკაცია და ტექნოლოგიები საერთაშორისო ტურიზმის სფეროში;
II ადგილი
სალომე ფიფია - ტურისტული მოგზაურობის შემქმნელი მობილური აპლიკაცია, რომელიც ციფრული ტურის მეგზურის ფუნქციას ასრულებს;
III ადგილი
გიორგი უცუნაშვილი - ვირტუალური რეალობის (VR) ფიტნეს პლატფორმა.
სტუდენტებს გამარჯვების ნიშნად, ფულადი ჯილდო გადაეცათ.