
15თებ,2024
საბაუნიში წიგნის - „ძალადობაგამოვლილი ქალების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გენდერულ დისკრიმინაციად კვალიფიკაცია“ - პრეზენტაცია ჩატარდა
13 თებერვალს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ქეთევან ბახტაძის წიგნის წარდგენა გაიმართა .
„ძალადობაგამოვლილი ქალების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გენდერულ დისკრიმინაციად კვალიფიკაცია“ საბაუნის ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრის გამოცემაა.
ქეთევან ბახტაძე ადამიანის უფლებების იურისტი და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტია.
ნაშრომი ფემინისტური სამართლის პერსპექტივით აანალიზებს ძალადობაგამოვლილი ქალების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკას და ქალების SLAPP სარჩელებისგან დაცვის აუცილებლობაზე ფოკუსირდება.