28მარ,2024
საბაუნიში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
25 მარტს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, საბაუნის აფილირებული პროფესორის, უჩა ბახტაძის წიგნის - „სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები: ყოვლისმომცველი პრინციპები", მესამე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.
„ამ დამატების მიზანია, ყოვლისმომცველი პრინციპების მსგავსად, მოსამართლეს მისცეს შესაძლებლობა, მისდიოს სასჯელის დანიშვნის ლოგიკურ საფეხურებს, რაც ქმედების, ბრალეულობის ხარისხისა და პიროვნების უფრო ზუსტი შეფასების შესაძლებლობას იძლევა“- უჩა ბახტაძე.