07ივნ,2024
საბაუნიში VI საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
6 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, VI საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებმა.
სტუდენტებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს სამართლის და საჯარო მმართველობის მიმართულებით. ბოლოს კი, 2 საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა.
I ადგილი
საბა ხუჯაძე - "სასმელად ვარგისი წყალი: სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ფინანსური სიდუხჭირის ჩრდილქვეშ?"
II ადგილი
თეონა ჩაჩუა - "ორმაგი საფრთხის აკრძალვის პრინციპის სამართლებრივი ანალიზი ეროვნული და ევროპული გამოცდილების ჭრილში".