
05ივნ,2025
საერთაშორისო კონფერენცია – „შედარებითი და ევროპული სამართალი“
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 30 მაისს წარმატებით ჩატარდა რიგით პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „შედარებითი და ევროპული სამართალი“.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: დავით ბატონიშვილის ინსტიტუტი, სილეზიის უნივერსიტეტი, შჩეჩინის უნივერსიტეტი დასავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტი, სამართლისა და ადმინისტრირების ევროპული სკოლა (EWSPA).
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების პროფესორებმა, რომელთა მოხსენებებიც ეხებოდა ევროპაში ინტეგრაციას, კანონის უზენაესობას, კანონშემოქმედებას, საკონსტიტუციო, კერძო და სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს.